რატომ გადავწყვიტე ვიზაჟისტობა?
ჩემთვის მაკიაჟი მხოლოდ ფერები, ფუნჯები და კოსმეტიკა არ არის. მაკიაჟი არის განწყობა, ემოცია, თავდაჯერებულობა და ის განსაკუთრებული შეგრძნება, როცა საკუთარ თავს სარკეში კიდევ უფრო ლამაზს ხედავ.
ყოველთვის მიზიდავდა სილამაზის შექმნის პროცესი, განსაკუთრებით კი ის მომენტი, როცა მაკიაჟს ვასრულებ, ადამიანი საკუთარ თავს სარკეში უყურებს და თვალებში ვხედავ იმ ნაპერწკალსა და თავდაჯერებულობას, რომელიც რამდენიმე წუთის წინ არ ჰქონდა.
რა სურთ მომხმარებლებს?
ყველაზე ხშირად, როდესაც მომხმარებლები მოდიან ჩემთან, მეუბნებიან: „მინდა ვიყო ლამაზი, მაგრამ არ გამოვიყურებოდე არაბუნებრივად.“
ზუსტად ეს არის ჩემი ნიშა.
არასდროს ვაკეთებ იმაზე მეტს, ვიდრე ეს შენ გინდა.
არ ვცდილობ ჩემი სტილი მოგახვიო — პირველ რიგში გისმენ, ვიგებ რა მოგწონს, რა არ მოგწონს და როგორი მოლოდინი გაქვს და მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებ მაკიაჟის კეთებას.
ქორწილის შემთხვევაში, წინა დღეს გეგზავნება წერილი: როგორ უნდა მოამზადო კანი და რა უნდა გააკეთო, იმისთვის რომ საუკეთესო მაკიაჟი მივიღოთ შენი დღესასწაულის დღეს.
ასევე გამამხნევებელი ტექსტიც, რომელიც ყველა პატარძალს სჭირდება.
როგორ ვმუშაობ?
ჰიგიენა
ფუნჯებს ვრეცხავ და ვასუფთავებ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით ყოველი კლიენტის შემდეგ. ტუჩისა და წამწამის აპლიკატორები ერთჯერადია, ასევე სპონჟიც. კრემისებრ პროდუქტს ვიღებ შპატელით — არასდროს პირდაპირ ქილიდან სახეზე.
მგრძნობიარე კანი
წინასწარ მითხარით ალერგიების ან კანის რეაქციების შესახებ და შესაბამის პროდუქტს შევარჩევ. პატარძლებისთვის ეს სწორედ საცდელ მაკიაჟზე მოწმდება — ქორწილამდე რამდენიმე კვირით ადრე.
ფოტო და ვიდეო
ბაზას ვაკეთებ ისე, რომ ფლეშის შუქზე სახე თეთრად არ გამოჩნდეს. კანის ტექსტურას ვტოვებ ბუნებრივს — ვიდეოზე ზედმეტი პუდრი უფრო ეტყობა, ვიდრე ცოცხლად.
სად და როგორ ვმუშაობ
ვმუშაობ თბილისსა და რეგიონებში
ადგილზე მისვლა თბილისში +50 ₾, თბილისის გარეთ (მცხეთა, კახეთი, სხვა რეგიონები) +100 ₾‑დან, მანძილის მიხედვითა და წინასწარი შეთანხმებით.
თმა
თმაზე მე არ ვმუშაობ — ვაკეთებ მხოლოდ მაკიაჟს. ადგილზე თმის ვარცხნილობას ცალკე სპეციალისტი აკეთებს; წინასწარ შევათანხმოთ, რომ ორივე ერთ განრიგში მოვთავსდეთ.
ენა
ვმუშაობ ქართულად. ინგლისურენოვან კლიენტებთან ყველა დეტალს — თარიღს, ადგილს, დროსა და ფასს — წერილობით ვათანხმებთ, რომ არაფერი დაიკარგოს თარგმანში.
პასუხის დრო
უმოკლეს დროში გიპასუხებთ.
ეს გოგო სასწაულებს ქმნის. აქვს პროფესიონალური მიდგომა და ხარისხიანი შედეგი.იულია ი.Facebook-ის რეკომენდაცია · დეკემბერი, 2025
უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან. ოქროსხელება გოგო.მიკა ნ.Facebook-ის რეკომენდაცია · მარტი, 2026
თავისი საქმის პროფესიონალი, უსაყვარლესი გოგო.მარიამ დ.Facebook-ის რეკომენდაცია · თებერვალი, 2026
დაჯავშნე ვიზიტი
გიპასუხებთ, თავისუფალი ვარ თუ არა, და ზუსტ ფასს გამოგიგზავნით.
